Forum.RealMadrid.Ge - The BesT oF The BesT: ლუიშ ფიგუ - Forum.RealMadrid.Ge - The BesT oF The BesT

Jump to content

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

ლუიშ ფიგუ

#1 მომხმარებელი გასულია   s.ramos ხატულა

  • La Albiceleste
  • ხატულა
  • ჯგუფი: მოდერატორი
  • წერილები: 895
  • შემოგვიერთდა: 28-December 09

დაწერილია 30 January 2010 - 12:08 AM

ლუიშ ფილიპე მადეირა კაიერო დაიბადა პორტუგალიის ქალაქ ალმადაში 1972 წლის 4 ნოემბერს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველი გახლდათ და იმ 20 წლის განმავლობაში, როდესაც ფიგუ თავის საკლუბო კარიერას ატარებდა, მან ითამაშა ისეთ კლუბებში როგორებიცაა, ”სპორტინგი”, ”ბარსელონა”, ”რეალი” და ”ინტერი”. ფიგუმ საფეხბურთო კარიერა 2009 წლის 31 მაისს დაასრულა. მას 127 თამაში აქვს გამართული პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში და მეტოქეთა კარის აღება 32-ჯერ შეძლო.

ასევე პორტუგალიელი 2000 წელს ევროპის, ხოლო 2001 წელს კი მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუიშ ფიგუ ”ფიფას” მიერ დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდა. ფიგუ ასევე პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000 წლებში და 1994 წელს პორტუგალიის ოქროს ბურთიც მოიგო. 2003 წელს ლუიში ”უეფას” მიერ დასახელებულ წლის გუნდში შევიდა, ხოლო 2006 წელს გამართული მუნდიალის შემდგომ კი იგი ”ფიფას” მიერ შექმნილ სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.

პორტუგალიელი ნახევარმცველი კიდევ ძალზე ბევრი რამით გამოირჩევა დანარჩენი სხვა ფეხბურთელებისაგან. ის ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ”ელ კლასიკოს” ორივე მონაწილე კლუბში აქვს ნათამაშები, ლაპარაკია მადრიდის ”რეალსა” და კატალონიურ ”ბარსელონაზე”. ორივე ესპანურ გრანდთან ერთად ფიგუმ ორ-ორჯერ შეძლო პრიმერა დივიზიონის მოგება, ხოლო მილანის ”ინტერში” სკუდეტოს 4-ჯერ დაეუფლა. მშობლიურ ”სპორტინგში” კი ფიგუმ მხოლოდ ქვეყნის თასი და სუპერ თასი აწია. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ფიგუს ყველაზე წარმატებული მუნდიალი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს შედგა, როდესაც მისმა მშობლიურმა ნაკრებმა გერმანიაში მე-4 ადგილი აიღო. ევროპის ჩემპიონატებზე კი ფიგუ 2000 წელს მე-3, ხოლო 2004 წელს კი მე-2 ადგილებით დაიკვეხნის.

”სპორტინგი”:

ფიგუმ საკლუბო კარიერა მშობლიურ პორტუგალიის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში ”სპორტინგში” 1989 წელს დაიწყო და ის პორტუგალიური კლუბის ღირსებას 6 სეზონის განმავლობაში იცავდა. ტიტულის მოგება ფიგუმ ”სპორტინგთან” ერთად უკანასკნელ 1995 წელს შეძლო, მან ამ წელს ქვეყნის თასის და სუპერ თასი მოიგო. პორტუგალიის სუპერლიგაში ლუიშ ფიგუმ 137 მატჩი გამართა და 16 გოლი შეაგდო, ხოლომ საერთო ჯამში პორტუგალიელმა ”სპორტინგის” მაისურით 169 ოფიციალურ თამაშში 20 გოლი გაიტანა.

”ბარსელონა”:

1995 წელს პორტუგალიელი ტალანტით სერია ა-ს ორი კლუბი ”პარმა” და ”იუვენტუსი” დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ ფიგუ ”ბარსელონაში” £2.25 მილიონად გადავიდა. ფიგუს კატალონიურ კლუბში მისვლის დროს კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული იოჰან კრუიფი გახლდათ. ლუიშმა ბარსელონურ კლუბთან ერთად ლა ლიგის მოგება ორჯერ 1997/98 და 1998/99 წლების სეზონში შეძლო, ხოლო 1997 წელს კი ფიგუ უეფას თასს და შემდგომ უკვე უეფას სუპერ თასს დაეუფლა. ასევე პორტუგალიელმა ”ბარსელონას” მაისურით 1997 და 1998 წლებში ესპანეთის სამეფო თასის მოგებაც შეძლო. საერთო ჯამში ლუიშ ფიგუმ ”ბარსაში” 249 ოფიციალური თამაში გამართა და მეტოქეთა კარი 47-ჯერ დალაშქრა.

”რეალ მადრიდი”:

2000 წელს ფიგუმ დატოვა ”ბარსელონა” და მისი ყოფილი კლუბის პირველ მტერ გუნდში მადრიდის ”რეალში” გადავიდა, რამაც ბუნებრივია კატალონიური კლუბის ქომაგთა უმრავლესობა ძალძე გააღიზიანა. სამეფო კლუბს ლუიშის გადმობირება £37 მილიონი დაუჯდა, სამაგიოროდ მომავალი 5 წლის განმავლობაში პორტუგალიელი ძალიან კარგად ამართლებდა მასზე გაცემულ ავანსებს. მადრიდის ”რეალი” ერთადერთი გუნდია ფიგუს საკლუბო კარიერაში, ვისათანაც ერთად მან უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა შეძლო და ეს ფაქტი 2002 წელს დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ამავე წელს ფიგუ უეფას სუპერ თასს და საკონტინენტთაშორისო თასსაც დაუფლა. ასევე პორტუგალიელმა მადრიდში 2001 და 2003 ლა ლიგის და ესპანეთის სუპერ თასის გათამაშებებშიც შეძლო წარმატების მიღწევა. ფიგუმ სამეფო კლუბის თეთრი მაისურით ევროტურნირებზე 60 მატცში 15 გოლი შეაგდო, ხოლო ლა ლიგაში კი 163 თამაშში 38 გოლის გატანა მოასწრო. ამას ფიგუმ კოპა დელ რეიზე 16 თამაშში 4 გოლიც მიუმატა და საბოლოო ჯამში მადრიდის ”რეალის” მაისურით 239 ოფიციალურ თამაშში 57-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე.

”ინტერნაციონალე”:

2005 წელს ლუიშმა იტალიური ”ინტერის” მაისური მოირგო და მომავალი 4 სეზონი სწორედ მილანურ კლუბში დაჰყო. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ 4 სეზონის განმავლობაში, როდესაც ფიგუ ”ინტერის” ღირსებას იცავდა, 4-ჯერვე შეძლო სერია ა-ს მოგება. სკუდეტოს გარდა პორტუგალიელი ”ინტერში” იტალიის თასს 2006 წელს და ქვეყნისს სუპერ თასს 2005, 2006 და 2008 წლებში დაეუფლა. ფიგუმ იტალიის ჩემპიონატში 105 მატჩი 9 გოლი გაიტანა, ხოლო ”ინტერის” მაისურით ევროტურნირებზე მის ანგარიშზე 21 თამაშში 1 გოლია. სულ მილანური კლუბის მაისურით ფოგუმ 132 ოფიციალურ თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა.

პირადი ცხოვრება:

ლუიშ ფიგუ შვედ მოდელზე ჰელენ შვედინზეა დაოჯახებული. მათ სამი ბავშვი და სამივე გოგონა ჰყავთ: დანიელა დაიბადა 1999 წლის მარტში, მარტინა დაიბადა 2002 წლის აპრილში და შტელა, რომელიც 2004 წლის 9 დეკემბერს მოევლინა სამყაროს. ასევ აღსანიშნავი ფაქტია, რომ წყვილი უახლოეს მომავალში მე-4 ბავშვს ელოდება.

სტატიის ავტორი: s.ramos

0

#2 მომხმარებელი გასულია   levantet ხატულა

  • Super Member
  • პიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპპიპ
  • ჯგუფი: ფორუმელი
  • წერილები: 332
  • შემოგვიერთდა: 28-December 09

დაწერილია 30 January 2010 - 09:56 AM

ვენაცვალე ამ კაცს :lol:
Ro, Ro y Ro
0

#3 მომხმარებელი გასულია   Gold-goga ხატულა

  • Cool Member
  • ხატულა
  • ჯგუფი: მოდერატორი
  • წერილები: 122
  • შემოგვიერთდა: 24-February 10

დაწერილია 25 February 2010 - 12:31 PM

magari kacia marto imitom rom barsas reali anacvala :D tan bartezs ro gaurcho autidan egec magari iyo
QaRTuLaD VeR VWeR GaMaNeBeT TaVi CheMi GaMChiRVeBia :D


დადებული სურათი
0

#4 მომხმარებელი გასულია   gobeja ხატულა

  • Newbie
  • პიპ
  • ჯგუფი: ფორუმელი
  • წერილები: 3
  • შემოგვიერთდა: 28-February 10

დაწერილია 28 February 2010 - 11:40 AM

გამოხმაურების ნახვაs.ramos, on 30 January 2010 - 12:08 AM, said:

ლუიშ ფილიპე მადეირა კაიერო დაიბადა პორტუგალიის ქალაქ ალმადაში 1972 წლის 4 ნოემბერს. პორტუგალიელი ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველი გახლდათ და იმ 20 წლის განმავლობაში, როდესაც ფიგუ თავის საკლუბო კარიერას ატარებდა, მან ითამაშა ისეთ კლუბებში როგორებიცაა, ”სპორტინგი”, ”ბარსელონა”, ”რეალი” და ”ინტერი”. ფიგუმ საფეხბურთო კარიერა 2009 წლის 31 მაისს დაასრულა. მას 127 თამაში აქვს გამართული პორტუგალიის ეროვნულ ნაკრებში და მეტოქეთა კარის აღება 32-ჯერ შეძლო.

ასევე პორტუგალიელი 2000 წელს ევროპის, ხოლო 2001 წელს კი მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუიშ ფიგუ ”ფიფას” მიერ დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდა. ფიგუ ასევე პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000 წლებში და 1994 წელს პორტუგალიის ოქროს ბურთიც მოიგო. 2003 წელს ლუიში ”უეფას” მიერ დასახელებულ წლის გუნდში შევიდა, ხოლო 2006 წელს გამართული მუნდიალის შემდგომ კი იგი ”ფიფას” მიერ შექმნილ სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.

პორტუგალიელი ნახევარმცველი კიდევ ძალზე ბევრი რამით გამოირჩევა დანარჩენი სხვა ფეხბურთელებისაგან. ის ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ”ელ კლასიკოს” ორივე მონაწილე კლუბში აქვს ნათამაშები, ლაპარაკია მადრიდის ”რეალსა” და კატალონიურ ”ბარსელონაზე”. ორივე ესპანურ გრანდთან ერთად ფიგუმ ორ-ორჯერ შეძლო პრიმერა დივიზიონის მოგება, ხოლო მილანის ”ინტერში” სკუდეტოს 4-ჯერ დაეუფლა. მშობლიურ ”სპორტინგში” კი ფიგუმ მხოლოდ ქვეყნის თასი და სუპერ თასი აწია. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ფიგუს ყველაზე წარმატებული მუნდიალი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს შედგა, როდესაც მისმა მშობლიურმა ნაკრებმა გერმანიაში მე-4 ადგილი აიღო. ევროპის ჩემპიონატებზე კი ფიგუ 2000 წელს მე-3, ხოლო 2004 წელს კი მე-2 ადგილებით დაიკვეხნის.

”სპორტინგი”:

ფიგუმ საკლუბო კარიერა მშობლიურ პორტუგალიის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში ”სპორტინგში” 1989 წელს დაიწყო და ის პორტუგალიური კლუბის ღირსებას 6 სეზონის განმავლობაში იცავდა. ტიტულის მოგება ფიგუმ ”სპორტინგთან” ერთად უკანასკნელ 1995 წელს შეძლო, მან ამ წელს ქვეყნის თასის და სუპერ თასი მოიგო. პორტუგალიის სუპერლიგაში ლუიშ ფიგუმ 137 მატჩი გამართა და 16 გოლი შეაგდო, ხოლომ საერთო ჯამში პორტუგალიელმა ”სპორტინგის” მაისურით 169 ოფიციალურ თამაშში 20 გოლი გაიტანა.

”ბარსელონა”:

1995 წელს პორტუგალიელი ტალანტით სერია ა-ს ორი კლუბი ”პარმა” და ”იუვენტუსი” დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ ფიგუ ”ბარსელონაში” £2.25 მილიონად გადავიდა. ფიგუს კატალონიურ კლუბში მისვლის დროს კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული იოჰან კრუიფი გახლდათ. ლუიშმა ბარსელონურ კლუბთან ერთად ლა ლიგის მოგება ორჯერ 1997/98 და 1998/99 წლების სეზონში შეძლო, ხოლო 1997 წელს კი ფიგუ უეფას თასს და შემდგომ უკვე უეფას სუპერ თასს დაეუფლა. ასევე პორტუგალიელმა ”ბარსელონას” მაისურით 1997 და 1998 წლებში ესპანეთის სამეფო თასის მოგებაც შეძლო. საერთო ჯამში ლუიშ ფიგუმ ”ბარსაში” 249 ოფიციალური თამაში გამართა და მეტოქეთა კარი 47-ჯერ დალაშქრა.

”რეალ მადრიდი”:

2000 წელს ფიგუმ დატოვა ”ბარსელონა” და მისი ყოფილი კლუბის პირველ მტერ გუნდში მადრიდის ”რეალში” გადავიდა, რამაც ბუნებრივია კატალონიური კლუბის ქომაგთა უმრავლესობა ძალძე გააღიზიანა. სამეფო კლუბს ლუიშის გადმობირება £37 მილიონი დაუჯდა, სამაგიოროდ მომავალი 5 წლის განმავლობაში პორტუგალიელი ძალიან კარგად ამართლებდა მასზე გაცემულ ავანსებს. მადრიდის ”რეალი” ერთადერთი გუნდია ფიგუს საკლუბო კარიერაში, ვისათანაც ერთად მან უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა შეძლო და ეს ფაქტი 2002 წელს დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ამავე წელს ფიგუ უეფას სუპერ თასს და საკონტინენტთაშორისო თასსაც დაუფლა. ასევე პორტუგალიელმა მადრიდში 2001 და 2003 ლა ლიგის და ესპანეთის სუპერ თასის გათამაშებებშიც შეძლო წარმატების მიღწევა. ფიგუმ სამეფო კლუბის თეთრი მაისურით ევროტურნირებზე 60 მატცში 15 გოლი შეაგდო, ხოლო ლა ლიგაში კი 163 თამაშში 38 გოლის გატანა მოასწრო. ამას ფიგუმ კოპა დელ რეიზე 16 თამაშში 4 გოლიც მიუმატა და საბოლოო ჯამში მადრიდის ”რეალის” მაისურით 239 ოფიციალურ თამაშში 57-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე.

”ინტერნაციონალე”:

2005 წელს ლუიშმა იტალიური ”ინტერის” მაისური მოირგო და მომავალი 4 სეზონი სწორედ მილანურ კლუბში დაჰყო. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ 4 სეზონის განმავლობაში, როდესაც ფიგუ ”ინტერის” ღირსებას იცავდა, 4-ჯერვე შეძლო სერია ა-ს მოგება. სკუდეტოს გარდა პორტუგალიელი ”ინტერში” იტალიის თასს 2006 წელს და ქვეყნისს სუპერ თასს 2005, 2006 და 2008 წლებში დაეუფლა. ფიგუმ იტალიის ჩემპიონატში 105 მატჩი 9 გოლი გაიტანა, ხოლო ”ინტერის” მაისურით ევროტურნირებზე მის ანგარიშზე 21 თამაშში 1 გოლია. სულ მილანური კლუბის მაისურით ფოგუმ 132 ოფიციალურ თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა.

პირადი ცხოვრება:

ლუიშ ფიგუ შვედ მოდელზე ჰელენ შვედინზეა დაოჯახებული. მათ სამი ბავშვი და სამივე გოგონა ჰყავთ: დანიელა დაიბადა 1999 წლის მარტში, მარტინა დაიბადა 2002 წლის აპრილში და შტელა, რომელიც 2004 წლის 9 დეკემბერს მოევლინა სამყაროს. ასევ აღსანიშნავი ფაქტია, რომ წყვილი უახლოეს მომავალში მე-4 ბავშვს ელოდება.

სტატიის ავტორი: s.ramos

0

#5 მომხმარებელი გასულია   luka ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: ფორუმელი
  • წერილები: 46
  • შემოგვიერთდა: 25-March 10

დაწერილია 20 April 2010 - 01:05 PM

გამოხმაურების ნახვაGold-goga, on 25 February 2010 - 12:31 PM, said:

magari kacia marto imitom rom barsas reali anacvala :D tan bartezs ro gaurcho autidan egec magari iyo

es kaci namdvilad legena. magari kacia martka magito ro barsas reali anacvla :D
0

#6 მომხმარებელი გასულია   flying dutchman ხატულა

  • Advanced Member
  • პიპპიპპიპ
  • ჯგუფი: ფორუმელი
  • წერილები: 60
  • შემოგვიერთდა: 29-December 09

დაწერილია 17 June 2010 - 08:38 AM

chemtvis legenda naklebad
0

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი


დიზაინზე იმუშავეს : Alad1n,V A S K A,LeoLeo,Zaqro95Real