ასევე პორტუგალიელი 2000 წელს ევროპის, ხოლო 2001 წელს კი მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ლუიშ ფიგუ ”ფიფას” მიერ დასახელებულ 100 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის მოხვდა. ფიგუ ასევე პორტუგალიის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა 1995, 1996, 1997, 1998, 1999, 2000 წლებში და 1994 წელს პორტუგალიის ოქროს ბურთიც მოიგო. 2003 წელს ლუიში ”უეფას” მიერ დასახელებულ წლის გუნდში შევიდა, ხოლო 2006 წელს გამართული მუნდიალის შემდგომ კი იგი ”ფიფას” მიერ შექმნილ სიმბოლურ ნაკრებში შევიდა.
პორტუგალიელი ნახევარმცველი კიდევ ძალზე ბევრი რამით გამოირჩევა დანარჩენი სხვა ფეხბურთელებისაგან. ის ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც ”ელ კლასიკოს” ორივე მონაწილე კლუბში აქვს ნათამაშები, ლაპარაკია მადრიდის ”რეალსა” და კატალონიურ ”ბარსელონაზე”. ორივე ესპანურ გრანდთან ერთად ფიგუმ ორ-ორჯერ შეძლო პრიმერა დივიზიონის მოგება, ხოლო მილანის ”ინტერში” სკუდეტოს 4-ჯერ დაეუფლა. მშობლიურ ”სპორტინგში” კი ფიგუმ მხოლოდ ქვეყნის თასი და სუპერ თასი აწია. რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატს, ფიგუს ყველაზე წარმატებული მუნდიალი პორტუგალიის ნაკრებთან ერთად 2006 წელს შედგა, როდესაც მისმა მშობლიურმა ნაკრებმა გერმანიაში მე-4 ადგილი აიღო. ევროპის ჩემპიონატებზე კი ფიგუ 2000 წელს მე-3, ხოლო 2004 წელს კი მე-2 ადგილებით დაიკვეხნის.
”სპორტინგი”:
ფიგუმ საკლუბო კარიერა მშობლიურ პორტუგალიის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში ”სპორტინგში” 1989 წელს დაიწყო და ის პორტუგალიური კლუბის ღირსებას 6 სეზონის განმავლობაში იცავდა. ტიტულის მოგება ფიგუმ ”სპორტინგთან” ერთად უკანასკნელ 1995 წელს შეძლო, მან ამ წელს ქვეყნის თასის და სუპერ თასი მოიგო. პორტუგალიის სუპერლიგაში ლუიშ ფიგუმ 137 მატჩი გამართა და 16 გოლი შეაგდო, ხოლომ საერთო ჯამში პორტუგალიელმა ”სპორტინგის” მაისურით 169 ოფიციალურ თამაშში 20 გოლი გაიტანა.
”ბარსელონა”:
1995 წელს პორტუგალიელი ტალანტით სერია ა-ს ორი კლუბი ”პარმა” და ”იუვენტუსი” დაინტერესდა, მაგრამ საბოლოოდ ფიგუ ”ბარსელონაში” £2.25 მილიონად გადავიდა. ფიგუს კატალონიურ კლუბში მისვლის დროს კლუბის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული იოჰან კრუიფი გახლდათ. ლუიშმა ბარსელონურ კლუბთან ერთად ლა ლიგის მოგება ორჯერ 1997/98 და 1998/99 წლების სეზონში შეძლო, ხოლო 1997 წელს კი ფიგუ უეფას თასს და შემდგომ უკვე უეფას სუპერ თასს დაეუფლა. ასევე პორტუგალიელმა ”ბარსელონას” მაისურით 1997 და 1998 წლებში ესპანეთის სამეფო თასის მოგებაც შეძლო. საერთო ჯამში ლუიშ ფიგუმ ”ბარსაში” 249 ოფიციალური თამაში გამართა და მეტოქეთა კარი 47-ჯერ დალაშქრა.
”რეალ მადრიდი”:
2000 წელს ფიგუმ დატოვა ”ბარსელონა” და მისი ყოფილი კლუბის პირველ მტერ გუნდში მადრიდის ”რეალში” გადავიდა, რამაც ბუნებრივია კატალონიური კლუბის ქომაგთა უმრავლესობა ძალძე გააღიზიანა. სამეფო კლუბს ლუიშის გადმობირება £37 მილიონი დაუჯდა, სამაგიოროდ მომავალი 5 წლის განმავლობაში პორტუგალიელი ძალიან კარგად ამართლებდა მასზე გაცემულ ავანსებს. მადრიდის ”რეალი” ერთადერთი გუნდია ფიგუს საკლუბო კარიერაში, ვისათანაც ერთად მან უეფას ჩემპიონთა ლიგის თასის აწევა შეძლო და ეს ფაქტი 2002 წელს დაფიქსირდა. ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ამავე წელს ფიგუ უეფას სუპერ თასს და საკონტინენტთაშორისო თასსაც დაუფლა. ასევე პორტუგალიელმა მადრიდში 2001 და 2003 ლა ლიგის და ესპანეთის სუპერ თასის გათამაშებებშიც შეძლო წარმატების მიღწევა. ფიგუმ სამეფო კლუბის თეთრი მაისურით ევროტურნირებზე 60 მატცში 15 გოლი შეაგდო, ხოლო ლა ლიგაში კი 163 თამაშში 38 გოლის გატანა მოასწრო. ამას ფიგუმ კოპა დელ რეიზე 16 თამაშში 4 გოლიც მიუმატა და საბოლოო ჯამში მადრიდის ”რეალის” მაისურით 239 ოფიციალურ თამაშში 57-ჯერ შეარხია მეტოქეთა კარის ბადე.
”ინტერნაციონალე”:
2005 წელს ლუიშმა იტალიური ”ინტერის” მაისური მოირგო და მომავალი 4 სეზონი სწორედ მილანურ კლუბში დაჰყო. აღსანიშნავია ისიც, რომ იმ 4 სეზონის განმავლობაში, როდესაც ფიგუ ”ინტერის” ღირსებას იცავდა, 4-ჯერვე შეძლო სერია ა-ს მოგება. სკუდეტოს გარდა პორტუგალიელი ”ინტერში” იტალიის თასს 2006 წელს და ქვეყნისს სუპერ თასს 2005, 2006 და 2008 წლებში დაეუფლა. ფიგუმ იტალიის ჩემპიონატში 105 მატჩი 9 გოლი გაიტანა, ხოლო ”ინტერის” მაისურით ევროტურნირებზე მის ანგარიშზე 21 თამაშში 1 გოლია. სულ მილანური კლუბის მაისურით ფოგუმ 132 ოფიციალურ თამაშში 10 გოლის გატანა მოახერხა.
პირადი ცხოვრება:
ლუიშ ფიგუ შვედ მოდელზე ჰელენ შვედინზეა დაოჯახებული. მათ სამი ბავშვი და სამივე გოგონა ჰყავთ: დანიელა დაიბადა 1999 წლის მარტში, მარტინა დაიბადა 2002 წლის აპრილში და შტელა, რომელიც 2004 წლის 9 დეკემბერს მოევლინა სამყაროს. ასევ აღსანიშნავი ფაქტია, რომ წყვილი უახლოეს მომავალში მე-4 ბავშვს ელოდება.
სტატიის ავტორი: s.ramos

შესვლა
რეგისტრაცია
დახმარება



ციტირება




